logo
ENG



"ემეგობრე პოლიციას" - გომელაურის ახალი პიარკამპანია

23 სექ 202219:41
3 წუთის საკითხავი
 

აქციების დარბევა, ხისტი დამოკიდებულება აქტივისტებთან, ბრალდებები უფლებამოსილების გადამეტებაზე და ძალადობაზე - სამართალდამცველების წინააღმდეგ საზოგადოებაში არსებულ კრიტიკას მთავრობის გეგმით, პიარ კამპანია გაანეიტრალებს. ემეგობრე პოლიციას, ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც უტენდეროდ, მინისტრის ბრძანებით, 190 ათასი ლარი დაიხარჯება, ბუშტებზე, ანიმატორებზე, ბრენდირებულ მაისურებზე. როგორც ჩანს, გომელაური მედიის სიუჟეტებისთვის პასუხის გაცემას ამ გზით აპირებს. დასაბუთებაში სწორედ მედიასაშუალებები და დისკრედიტაციაა ნახსენები.  

 


close დახურვა